სიახლეები --> ლარინგოსკოპია

ლარინგოსკოპია

  • ლარინგოსკოპია,ხორხისა და ზედა სასუნთქი გზების ენდოსკოპია.კვლევა ტარდება ენდოსკოპიური ინსტრუმენტების გამოყენებით. ამ ტექნიკას სტანდარტულ პროცედურასთან შედარებით აქვს მეტი უპირატესობები. პირველ რიგში, ენდოსკოპი საშუალებას გვაძლევს შეისწავლოთ არა მხოლოდ ხორხის, არამედ პირხახის, ცხვირხახის და ცხვირის ქსოვილების ვიზუალური და ფუნქციური მდგომარეობა.

    რაშემთხვევაშიინიშნებააღნიშნულიპროცედურა .

     ყელის ტკივილის;

     ყურის უმიზეზო ტკივილი;

     ყლაპვის გაძნელება;

     ყელის არეში უცხო სხეულის შეგრძნება;

     ხორხის დაზიანება;

     სასუნთქი გზების გამავლობის დარღვევა.

    დიაგნოსტიკისამმეთოდსგანსაკუთრებითგამოიყენებენ, როდესაცაღინიშნება:

     ხმის ტემბრის ნებისმიერი ცვლილება;

     ხმის ჩახლეჩა;

     გაუხეშება;

     მკაცრი ჟღერადობა;

     ხმის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა;

     ცხვირიდან სისხლიანი გამონადენი;

    ლარინგოსკოპიისუპირატესობები:

     არის ინფორმაციული და საიმედო დიაგნოსტიკის მეთოდი;

     ხდება პროცესის ჩაწერა;

     ზუსტი დიაგნოზის დადგენა სულ რაღაც 5 წუთში;

     არის ყველაზე უსაფრთხო ;

     ტრავმავატიზმი მინიმუმამდეა შემცირებული;

     ხდება მინიმალური ინვაზიური ჩარევა: ბიოფსიის აღება ან პოლიპების ენდოსკოპიური მოცილება.

    ლარინგოსკოპიისპროცედურისუკუჩვენებებიდაშესაძლოგართულებები:

    ყველა სახის ლარინგოსკოპის დროს გართულების მცირე რისკი მაინც არსებობს. რისკი იზრდება იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის აღენიშნება სუნთქვის მწვავე უკმარისობა.

    პროცედურისთვისმომზადება:

    ლარინგოსკოპიამდე 8 საათით ადრე, რეკომენდებულია სითხისა და საკვებისგან თავის შეკავება, რათა თავიდან იქნას აცილებული ღებინება.

    ენდოსკოპიურიანესთეზია

    ზედა სასუნთქი გზების ენდოსკოპიური გამოკვლევებისთვის გამოიყენება ადგილობრივი და ზოგადი ანესთეზია.

    როგორტარდებალარინგოსკოპია
    კვლევის ამ მეთოდისათვის გამოიყენება მოქნილი მილის ფორმის ლარინგოსკოპი, რომელიც აღჭურვილია ოპტიკური სისტემით.

    ექიმსლარინგოსკოპიისდროსშეუძლიაშეასრულოს:

    ბიოფსია;

    პოლიპექტომია;

    პროცედურის დასასრულს პაციენტს ეძლევა მანიპულირების ვიდეო.
    პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით ექიმი ნიშნავს მკურნალობას ან აგრძელებს დაავადების დინამიკაში დაკვირვებას.

    აღებულიმასალაიგზავნებაჰისტოლოგიურიანციტოლოგიურიგამოკვლევისათვის, დასკვნაგაიცემა 5-7 სამუშაოდღისშემდეგ.