სიახლეები --> მამოგრაფია თუ ულტრაბგერითი კვლევა?

მამოგრაფია თუ ულტრაბგერითი კვლევა?

დროდადრო რეკომენდირებულია ყველა ქალბატონმა ჩაიტაროს ძუძუ გამოკვლევა. 
ქალბატონები რომლებიც ყურადღებას აქცევენ საკუთარ ჯანმრთელობას და იტარებენ პროფილაქტიკურ კვლევებს, იციან რომ, ძუძუს პათოლოგიის გამოსავლენად არსებობს ორი ძირითადი დიაგნოსტიკური მეთოდი.მამოგრაფია და ძუძუს ექოსკოპია.
აქედან გამომდინარე,პაციენტებს ხშირად უჩნდებათ კითხვა : მამოგრაფია თუ ულტრაბგერითი კვლევა? რომელი მეთოდია უფრო ეფექტური და უსაფრთხო და რა კრიტერიუმებს ითვალისწინებს ექიმი ამა თუ იმ კვლევის დანიშვნისას?
ექოსკოპიური კვლევა.
სარძევე ჯირკვლის ექოსკოპია. ეს არის უვნებელი და უმტკივნეულო პროცესი, რომელიც რამდენიმე წუთი გრძელდება. დიაგნოსტიკა ხდება სპეციალური ულტრაბგერითი სკანერით.
ექოსკოპიის უპირატესობები:
აბსოლუტური უვნებლობა.
კვლევა ხდება რეალურ დროში. 
რბილი ქსოვილების მაღალი ხარისხის გამოსახულება.
შეისწავლის რეგიონურ ლიმფურ ზონებს.
სარძევე ჯირჯვლების პათოლოგიების გამოვლენა. 
პრიორიტეტი- 40წლამდე ასაკი.
მეთოდის უარყოფითი მახარეები.
შეიძლება ითქვს რომ ულტრაბგერით კვლევას არ ააქვს გვერდითი მოვლენები ერთის გამოკლებით,მხოლოდ 40 წელს გადაცილებული პაციენტის შემთხვევაში შესაძლებელია ვერ მოხდეს გარკვეული ძუძუს პათოლოგიების გამოვლენა მაგ:მიკროკალცინატები.
მამოგრაფია
მამოგრაფია არის ძუძუს დიაგნოსტიკის მეთოდი, რომელის დროსაც გამოიყენება რენტგენის სხივები. მედიცინაში კვლევის სიზუსტე 95% -ია და უსწრაფეს მეთოდათ ითვლება.
მამოგრაფიის უპირატესობები
მაღალი რეზოლუციის გამოსახულება;
კვლევის მაღალი საინფორმაციო შინაარსი;
სურათები სხვადასხვა რაკურსიდან;
ადრეული არასასურველი სიმსივნური წარმონაქმნის ვიზუალიზაცია.
მამოგრაფიული კვლევის უარყოფითი მახარეები.
მამოგრაფიული კვლევა რადიაციული დასხივებიდან გამომდინარე შესაძლოა ჩატარდეს წელიწადში 1-ჯერ, გამონაკლის შემთხვევის გარდა.
ამრიგად, არ არსებობს პასუხი კითხვაზე“რა არის უკეთესი?“


‼️‼️‼️თითოეულ დიაგნოსტიკურ მეთოდს მედიცინაში აქვს თავისი უპირატესობები და ნაკლოვენებები. ზუსტი დიაგნოსტიკური მეთოდის განსაზღვრა კი არის მხოლოდ ექიმის პრეპროგატივა.